შეურაცხყოფის ახალი რაუნდი - "ოცნების" დეპუტატმა ქალ დეპუტატებს აგინა და საცემად გაიწია

17.11.23 20:00
შეურაცხყოფის ახალი რაუნდი - "ოცნების" დეპუტატმა ქალ დეპუტატებს აგინა და საცემად გაიწია

"ქართული ოცნების" დეპუტატი ალკოჰოლურ თრობაზე ამ დრომდე არ შეუმოწმებიათ. ოპოზიციის მტკიცებით, ლევან მგალობლიშვილი დღეს სხდომაზე მთვრალი იყო, როდესაც ჯერ თინა ბოკუჩავას აგინა, შემდეგ კი ანი წითლიძის ტრიბუნიდან მოგლეჯილი მიკროფონით ცემას უპირებდა.

მიკროფონის ჩარტყმას წითლიძე  მანდატურმა გადაარჩინა. "ქართული ოცნების" დეპუტატის გაკავებას დღეს პარლამენტის წევრები და მანდატური ერთად ცდილობდნენ. ბოლოს, ის დარბაზის უკანა კარიდან გაიყვანეს. 

წაახალისა თუ არა დეპუტატი დასუჯელობის სინდრომმა? ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მგალობლიშვილი ქალებს აგინებს. ასე მოხდა რამდენიმე თვის წინაც, როცა შეურაცხყოფა "პირველების" ჟურნალისტს მიაყენა. ცოტა ხნის წინ მგალობლიშვილის თანაგუნდელი ბერაია კი სხდომათა დარბაზში თეონა აქუბარდიას ლანძღავდა. "ოცნების" ორივე წევრს ყველაფერი შერჩა. დღევანდელ დაპირისპირებას ტრიბუნიდან მშვიდად უყურებდა იუსტიციის მინისტრი, რომელსაც  "ოცნება" დაჟინებით სთხოვდა, სააკშვილის ციხეში დაბრუნება.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები