როგორ იყენებს რუსეთი ქართული პორტების სახელებს შავი საქმეებისთვის?

02.12.23 22:05
როგორ იყენებს რუსეთი ქართული პორტების სახელებს შავი საქმეებისთვის?

 

როგორ იყენებს რუსეთი ქართული პორტების სახელებს შავი საქმეებისთვის? -  სანაპირო დაცვის ყოფილი მაღალჩინოსანი "შაბათის ეთერს" რადარის ახალ ჩანაწერებს აწვდის და ახალ სკანდალურ ამბავს უყვება. 

გოჩა ბერიძის მონაყოლის თანახმად, რუსული ქალაქებიდან სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთში საიდუმლო ტვირთის მიწოდების დროს, გაჩნდა ქართული პორტის დასახელება. 

სანაპირო დაცვის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ გემი, რომელიც რეალურად რუსეთის ფედერაციაში დაიტვირთა და ტვირთიც ახლო აღმოსავლეთში გადაიტანა, დოკუმენტებში უთითებდა, რომ  ტვირთი სწორედ საქართველოს პორტიდან წაიღო. 

გამოცდილი კადრი ამბობს, რომ გამოყენებულია ე.წ. სიმულატორი, რომ რადარისთვის გზა-კვალი აერია. რეალურად, გემი საქართველოს წყლებში არც კი გამოჩენილა. 

რატომ დუმს ხელისუფლება? - კითხვები მაკა ანდრონიკაშვილმა დასვა.