დაკავებულია პრორუსული დაჯგუფების წევრი, რომელმაც მცხეთის გამგეობაზე აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა
დაკავებულია პრორუსული დაჯგუფების წევრი, რომელმაც მცხეთის გამგეობის შენობაზე აღმართული ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა დაწვა. ლაშა შარუხია ადმინისტრაციულ შენობაზე თავდასხმის ბრალდებით პროკურატურამ დააკავა და ციხეში 6 წლიანი მუხლით გაუშვეს.
მისმა მხარდამჭერმა პრორუსებმა კი ქვეყანაში ევროკავშირის წინააღმდეგ ახლი კამპანია დაიწყეს - ევროკავშირის დროშებს "ალტ-ინფოს" წევრები დემონსტრაციულად წვავენ, ვიდეოებს იღებენ და სოციალურ ქსელში ავრცელებენ. რადიკალური დაჯგუფების წევრები ამ კამპანიით შამუხიას გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისევ არეულობით იმუქრებიან.
"ალტ-ინფოს" ლიდერს დროშის დაწვის კამპანია მოსწონს. კოკა მორგოშიას განცხადებით, ლაშა შარუხია უსამართლოდ დაკავებული პირია, რასაც "ყველა შეეწინააღმდეგება":
პროტესტი აქვს ყველას და სოლიდარობას უცხადებს. ყველანაირად ვეცდებით, რომ ამ სიგიჟის გამო ეს ადამიანი არ დააკავონ. ეს სოლიდარობა ხალხმა თვითონ დაგეგმა და ყოველ წუთში ახალ-ახალი კადრები ვრცელდება. მთელ ქვეყანას მოიცავს და ჩემი აზრით, მისასალმებელია ეს. სიგიჟეა, როგორ შეიძლება, დროშის დაწვის გამო ადამიანი ციხეში გაუშვა მაშინ, როდესაც ვინც დასაჭერია ისინი პარლამენტში ზიან. ლაშა შარუხიას რომ თავი დავანებოთ, დღესაც და გუშინაც ასობით ადამიანმა მისი სოლიდარობის ნიშნად დაწვა ევროკავშირის დროშა, რომელიც ჩვენ გარეშეც ასოცირდება გარყვნილებისგან და ყოველგვარ უკუღმართთან, რაც კი ქვეყანაში ახლა ტრიალებს", - აღნიშნა მორგოშიამ.