აქ ვარ და არსად წასვლას ვაპირებ - ადგილობრივი არჩევნებისთვის ცესკო-ში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

21.06.21 18:51
აქ ვარ და არსად წასვლას ვაპირებ - ადგილობრივი არჩევნებისთვის ცესკო-ში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

ნებისმიერი შემდეგი ადმინისტრატორისთვის იქნებოდა ძალიან ცუდი მესიჯი, რომ პოლიტიკური მოთხოვნის და სურვილის გამო ვინმე წავიდეს - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა პარლამენტში განაცხადა. თამარ ჟვანია ამბობს, რომ არსად წასვლას არ აპირებს და არც ცესკო-ში იგეგმება საკადრო ცვლილებები.

თამარ ჟვანიამ დღეს ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისა და მის შემდეგაც ოპოზიციის მხრიდან უსაფუძვლო კრიტიკისა და თავდასხმის ობიექტი გახდა, მაგრამ ამის გამო ის პოლიტიკოსებისგან ბოდიშს არ ელოდება.

როგორც ხედავთ, მე ისევ აქ ვარ, მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, შევხედავ ამ ცვლილებებს, მე არსად წავსულვარ, არ ვაპირებ წასვლას და კანონმდებლობიდან გამომდინარე, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები. 

თანამდებობებს საფუძვლის და მტკიცებულებების შედეგად უნდა სტოვებდეს და არა პოლიტიკური სურვილის შედეგად. 

არჩევნებზე იყო ხარვეზი, იყო ხარვეზიანი არჩევნები, ხარვეზების მასშტაბები იყო ამ არჩევნებზე უფრო მეტი, ვიდრე წინაზე, მაგრამ ეს გაყალბებული არჩევნები არ იყო. 

არ მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციამ ბოდიში მომიხადოს, არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა მე უსაფუძვლო ბრალდებები მომისმენია. ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მივიღე, დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოდიში არ ასწორებს არაფერს. ყველაფერს ასწორებს სიმართლე და ჩვენ ვართ ძლიერები, რადგან ვართ მართლები. 

ადგილობრი არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიაში ცვლილებები არ იგეგმება, არც ერთი თანამშრომელი ჩვენი არ წასულა. ვაპირებთ, აქტიურად ვითანამშრომლოთ მედიასთან, ყველა პროცესი იქნება გამჭვირვალე, რადგან საარჩევნო სივრცე ფეიკითაა სავსე და სწორედ გამჭვირვალობით ვაპირებთ, ამას ვებრძოლოთ, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჟვანიამ.

დღეს პარლამენტში არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მონაწილეობა ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, მიიღო.

 

 

მსგავსი სიახლეები