ფულის გათეთრების დანაშაული არ დასტურდება - ლომჯარია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

23.06.21 15:33
ფულის გათეთრების დანაშაული არ დასტურდება - ლომჯარია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გაეცნო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს და მასში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. ომბუდსმენის ინფორმაციით, მან მიმართა სასამართლოს, ბრალის ადეკვატურობასთან დაკავშირებით იმსჯელოს.

სასამართლოში წარდგენილი გვაქვს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომ ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ, ის ქმედება წარმოადგენდეს ფულის გათეთრების დანაშაულს. ამ მიმართულებით შესწავლილი გვაქვს საერთაშორისო პრაქტიკა, საქართველოს კანონმდებლობაც გაანალიზებული გვაქვს, მიგვაჩნია, რომ წარდგენილი ქმედება და ის მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ ჩადენილი არის ფულის გათეთრების დანაშაული. შესაბამისად ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, იმსჯელოს, რამდენად ადეკვატურია წარდგენილი ბრალი. - განუცხადა სახალხო დამცველმა პარლამენტში.

ნინო ლომჯარია დღეს პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს, სადაც საუბარია მოსამართლეთა შერჩევის გაუმჭვირვალე პროცესზე, უკანონო მოსმენებზე,  ჟურნალისტებზე თავდასხმებსა და გახმაურებული საქმეებზე.

მედიამფლობელებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების საქმეები ხელისუფლებამ  თაროდან ჩამოიღო. მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი  2 ივლისს ჩაინიშნა. 

მსგავსი სიახლეები