არ უნდა ვიჩქაროთ ასეთი განცხადებები - გიორგი ვაშაძე "ლელოს" წინადადებაზე

23.06.21 15:29
არ უნდა ვიჩქაროთ ასეთი განცხადებები  - გიორგი ვაშაძე "ლელოს" წინადადებაზე

„ლელოს“ წინადადებას ოპოზიციის ბოიკოტის განახლებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილი არ იზიარებს. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით არ უნდა იჩქარონ და საქმეში მიშელის დოკუმენტის გარანტორები,  სტრატეგიული პარტნიორები, უნდა ჩაერთონ.

წინასწარ განცხადებებს ნამდვილად არ გავაკეთებ, რას გამოვუცხადებთ ბოიკოტს და როგორ, მაგრამ გვექნება დეტალური კოორდინაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ვფიქრობ, რომ სტრატეგია უნდა შევიმუშავოთ მათთან ერთად. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, მე ავუხსნი ჩემს სტრატეგიას და ჩემს გეგმას. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა ვიჩქაროთ ასეთი განცხადებები. პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც გარანტი არიან ამ შეთანხმების და შეთანხმების მესამე მხარი არიან, მათთან ერთად უნდა გავიაროთ ეს საკითხი, - ამბობს ვაშაძე.

"ლელოს" ლიდერმა სასამართლო რეფორმის გატარებამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გააპროტესტა  და ოპოზიციას ბოიკოტის განახლებისკენ მოუწოდა. 

მსგავსი სიახლეები