პოლიტიკური შანტაჟი - არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძის წინადადებაზე

23.06.21 15:41
პოლიტიკური შანტაჟი - არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძის წინადადებაზე

„ლელოს“ ლიდერის წინადადებას, რომელმაც ოპოზიციას ბოიკოტის განახლებისკენ მოუწოდა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, პოლიტიკურ შანტაჟს უწოდებს. მისი თქმით, ხაზარაძის ეს განცხადება იმ 6 თვიან ბოიკოტს ჰგავს, როდესაც  „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის  მუშაობის დაბლოკვას ცდილობდა. 

ეს განცხადება, რომ თუ ამას არ გააკეთებთ, ჩვენ პარლამენტში აღარ ვიქნებით და არ შევალთ, ხომ არ გაგონებთ იმ განცხადებებს და იმ პროცესს, რაც შეთანხმებამდე 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა? რომ ეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს რადიკალური ბანაკი პოლიტიკური შანტაჟის გზით ცდილობდნენ, პარლამენტის სამუშაო პროცესი დაებლოკათ. თუ ეს კანდიდატურები ვერ დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან ვერ უპასუხებენ იმ მთავარ კითხვებს, რაც ექნებათ პარლამენტში დეპუტატებს, მხოლოდ მაშინ ექნებოდა ალბათ ბატონ ხაზარაძეს მორალური უფლება, რომ ილაპარაკოს ამ პროცესთან დაკავშირებით, ემიჯნება, მონაწილეობს, თუ არ მონაწილეობს, - ამბობს თალაკვაძე. 
 

"ლელოს" ლიდერმა სასამართლო რეფორმის გატარებამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გააპროტესტა  და ოპოზიციას ბოიკოტის განახლებისკენ მოუწოდა. 

მსგავსი სიახლეები