"ოცნებისთვის" ფულის შეწირვის შემდეგ კომპანიის მფლობელმა 74 ტენდერში გაიმარჯვა - "ფლანგვის დეტექტორი"

23.06.21 16:58
"ოცნებისთვის" ფულის შეწირვის შემდეგ კომპანიის მფლობელმა 74 ტენდერში გაიმარჯვა - "ფლანგვის დეტექტორი"

"ოცნებისთვის" ფულის შეწირვის შემდეგ კომპანიის მფლობელმა 74  ტენდერში გაიმარჯვა - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი"  ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, სანამ კომპანიის მფლობელი, ლუხუმ ქართლოსიშვილი, ,,ოცნების" შემომწირველი გახდებოდა, "ერ ტე დეს" მხოლოდ ერთი ელექტრონული შესყიდვა ჰქონდა მოგებული, შემოწირულობის შემდეგ კი 74 ტენდერში გაიმარჯვა და 85,443,683 ლარის ხელშეკრულებები მიიღო.

 კომპანიის დამაარსებელი, ლაშა ქართლოსიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, საიდანაც კომპანიას 4,490,913 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმეს და თან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მუშაობს.


მოგებული 75 შესყიდვიდან 14 შემთხვევაში კომპანიამ კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა და 11,306,383 ლარის ღირებულების ტენდერები მიიღო, ხოლო უკონკურენტო გარემოში 13 შემთხვევაში 4,146,444 ლარი მიიღო.


 პანდემიის პირობებში შპს "ერ ტე დეს" 15 ელექტრონულ შესყიდვაში 16,887,736 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმეს.

მსგავსი სიახლეები