სამჯერ ჩაშლილი ტენდერი - თბილისის მერია გარე განათებების შეძენას ვერ ახერხებს

23.06.21 17:25
სამჯერ ჩაშლილი ტენდერი - თბილისის მერია გარე განათებების შეძენას ვერ ახერხებს

თბილისის მერია გარე განათებების შეძენას ვერ ახერხებს. ტენდერი სამჯერ ჩაიშალა. თანხა უკვე გამოყოფილია და ის 85 მილიონს შეადგენს, თუმცა პირობები არც ერთი მსხვილი კომპანიისთვის არ აღმოჩნდა მისაღები. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თბილისის მერიისთვის 100 ათასი ცალი LED ნათურა უნდა მიეწოდებინათ. დედაქალაქის მერი, კახი კალაძე, ამბობს, რომ სატენდერო პირობებში ყველა პირობები იყო გაწერილი. 

ვერ გეტყვით, არ ვიცი,პნათურები რაც სჭირდება მუნიციპალიტეტს იმისთვის,  რომ მოახდინოს ჩანაცვლება და განახლება,  ეს არის გაწერილი. ნებისმიერ კომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო", - ამბობს კალაძე. 

კორუფციის მკვლევარების თქმით,  მთავარი მიზეზი, რის გამოც ტენდერები ვარდება, ის არის, რომ არ ხდება პროექტების სრულყოფილად შესწავლა. 

არ იყო ბაზარი შესწავლილი და არ იყო ის რეალური ფასი ნაჩვენები, რომელი ფასითაც დაინტერესდებოდა ბიზნესი და შემოვიდოდა ამ ტენდერში, ეს ყველაფერი გამოწვეულია იქიდან, რომ მერიაში ტენდერები ცხადდება გაუაზრებლად, პროექტების სრულყოფილად შესწავლის გარეშე იმიტომ რომ დაიწყო საარჩევნო პერიოდი და უნდათ, ტენდერები სწრაფად გამაოცხადონ, რომ  საარჩევნო პერიოდში კალაძემ გამოიყენოს მერიის რესურსი, ამიტომ როდესაც ტენდერებს და ქალაქის განვითარებას მოარგებ შენს პირად დღის წესრიგს, აუცილებლად იქნება ასეთი ჩავარდნები, როგორი ჩავარდნაც ეხლა აქვს ამ ტენდერს", - ამბობს ბესო დონაძე. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი, ფიქრობს, რომ კალაძემ ტედერის პირობების მისთვის სასურველი კომპანიისთვის  მორგება გადაწყვიტა, რის გამოც ტენდერი ჩავარდა. 

შესაბამისად ვერ შეადგინეს დოკუმენტაცია, რომელიც პირდაპირ მორგებული იქნებოდა მილანურ კომპანიაზე, ამიტომაც მოხდა ამ ტენდერის ჩაშლა", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

მსგავსი სიახლეები