მჩაგვრელი და დამამცირებელი - CPT-ის კრიტიკული ანგარიში სააკაშვილზე
მჩაგვრელი და დამამცირებელი - ასე ექცევა სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს. გასაჯაროებულია ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის უმძიმესი დასკვნა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფა და პაციენტის ადამიანური ღირსების მიმართ უპატივცემულობა - ასე წერია სიტყვა სიტყვით ევროპელი ექსპერტების დასკვნაში. პაციენტის ოთახში განთავსებულია 3 კამერა, აქედან ერთი მუდმივად უყურებს მის საწოლს. ანუ პრეზიდენტი "ვივა მედში" მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება.
ცალკე საკითხია თავად მკურნალობის პროცესი. ექსპერტები თვლიან, რომ ამ პირობებში სააკაშვილის განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია. "ვივა მედში" არ არის შესაბამისი თერაპიული გარემო. კლინიკას არ ჰყავს ფსიქიატრი და ფსიქოლოგი. პალატაში ზუსტად იგივე პირობებია, რაც ციხის საკანში და შესაბამისად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთ ვითარებაში ვერ გაუმჯობესდება. მძიმე პირობებს არც "ვივა მედში" უარყოფენ, თუმცა პასუხისმგებლობას საკანში არსებულ ვითარებაზე მთლიანად პენიტენციურ სამსახურს აკისრებენ.