გათქმული საიდუმლო: "ოცნების" დეპუტატის ერთმა შვილმა მეორეს ქონების გამო ესროლა

20.01.24 20:42
გათქმული საიდუმლო: "ოცნების" დეპუტატის ერთმა შვილმა მეორეს ქონების გამო ესროლა

 

"ქართული ოცნების" დეპუტატს, იმ სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბარი კამერების წინ არ სურს, რომელიც სავარაუდო ოქროს მოწმეც თავად არის. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, პარლამენტის წევრის შვილებმა ქონების გამო ერთმანეთს სისხლიანი გარჩევა მოუწყვეს. წყაროს ინფორმაციით, დეპუტატ ისკო დასენის ვაჟების, ტიტალ და კნიაზ დასენების ჩხუბი სროლით დასრულდა.  

ისკო დასენი დუმს, თუმცა დეპუტატის მიერ მძმე დანაშუალის დამალვის ამბავს "შაბათს ეთერის" მოპოვებული აუდიო ჩანაწერი ადასტურებს, პირი, რომელიც თანამოსაუბრეს მილიონერი პარლამენტარის ოჯახში სისხლიანი გარჩევის ამბავს ჰყვება, ამბობს, რომ ისკო დასენმა ძმის დაჭრაში ბრალდებულ ვაჟს ქვეყანა დაატოვებინა, ყველას კი ვისაც ამ დანაშაულზე ინფორმაცია ჰქონდა, გააჩუმა.  

სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, განზრახ მკვლელობის მცდელობა და დანაშაულის დაფარვა, ეს სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულები იკვეთება საქმეში, რომელსაც ქართული ოცნების დეპუტატის ოჯახი მალავს. 

"შაბათის ეთერის" მოპოვებული ინფორმაციით, დეპუტატ ისკო დასენის ორმა ვაჟმა ბიზნეს წილები ვერ გაიყვეს. ბოლო წვეთი კი საშაურმეების ცნობილი ქსელი "ქლაბ შაურმა" გახდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით,  ტიტალ დასემა, "მასტერ ფუდის' საკონტროლო პაკეტი 80% 2021 ნოემბერში იყიდა, "მასტერ ფუდი" ცნობილი ქსელი "ქლაბ შაურმას" მფლობელია. კონფლიქტი უმცირეს ძმას უფროსთან ამის გამო მოუვიდა კნიაზ დასენს ამ კომპანიის წილი სურდა, ჩხუბი სროლით დამთავრდა. 

"შაბათის ეთერს" წყარო დეპუტატის  გარემოცვიდან უყვება, რომ მძღოლი, რომელიც ძმებს შორის სასტიკ ანგარიშსწორებას უყურებდა, ისკო დასენმა ჯერ სამსახურიდან გაუშვა, თუმცა შეეშინდა, რომ ის მძიმე დანაშაულის ამბავს გათქვამდა, რის გამოც უკან დააბრუნა. 

"შაბათს ეთერის" მოპოვებული ინფორმაციით, დეპუტატმა ისკო დასენმა სისხლიანი ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია  პოლიციას დაუმალა.  ამბავი რომ არ გახმაურებულიყო, სასწრაფოშიც კი არ დარეკა და ტიტალ დასენის დაჭრის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს, სროლის შემდეგ სახლში ერთი ექიმი მოიყვანეს, ძმის ნასროლი ტყვიით დაჭრილს ტიტალ დასენს პირველადი დახმარება დანაშაულის ადგილზე გაუწიეს.  

"მელაძის შაბათისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, სროლის დროს სახლში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვიც, რომელიც დეპუტატმა  ისკო დასენმა ტერიტორიას მოგვიანებით განარიდა. 

კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კნიაზ დასენი, რომელმაც ძმას  ესროლა, ოცნების მილიონერმა დეპუტატმა მოსკოვში გადამალა. 

ოცნების დეპუტატის ოჯახთან დაახლოებული პირი, გვიმტკიცებს, რომ რუსეთში გადამალული შვილის სანახავად  პარლამენტის წევრი და მისი მეუღლე მოსკოვში დაფრინავდნენ. 

სისხლიანი გარჩევა ისკო დასენის შვილებს შორის - ეკო მაღრაძის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები