ანტიკორუფციული ღარიბაშვილის, გომელაურის, ლილუაშვილის, კობახიძის ქონებრივ დეკლარაციებს შეისწავლის
ანტიკორუფციულმა ბიურომ 300 თანამდებობის პირის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო.
ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის" გამო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტის დეპუტატების, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციებს შეისწავლის.
გარდა ამისა, ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის მინისტრების, თეა წულუკიანის, ილია დარჩიაშვილის, ლევან დავითაშვილის, ირაკლი ქარსელაძის, რატი ბრეგაძის, ვახტანგ გომელაურის, ლაშა ხუციშვილის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ოთარ შამუგიას, გიორგი ამილახვარის, ზურაბ აზარაშვილისა და თეა ახვლედიანის ქონებრივი დეკლარაციებს.
კვლევის ობიექტი გახდება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის დეკლარაციაც, სიაში არიან დეპუტატები, როგორც ქართული ოცნებიდან, ასევე ოპოზიციის რიგებიდან.
შესასწავლი თანამდებობის პირების ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - შალვა თადუმაძე
- აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე - ლევან მურუსიძე
- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - მერაბ ტურავა
- საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - ევა გოცირიძე
- კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე - კახა ბექაური
- ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე - დავით ნარმანია
- ცესკოს თავმჯდომარე - გიორგი კალანდარიშვილი
- სუსის ხელმძღვანელი - გრიგოლ ლილუაშვილი
ანტიკორუფციული ბიურო 2024 წლის განმავლობაში ასევე დაინტერესდება:
- „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“;
- საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები;
- კომუნიკაციების ეროვნული კომისია“;
- ცენტრალური საარჩევნო კომისია;
- „საქართველოს ფოსტა“,
- „საქართველოს რკინიგზა“,
- „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“,
- „ელექტრონული სისტემის კომერციული ოპერატორი“,
- „საქართველოს განვითარების ფონდი“,
- ეროვნული ბანკი, პროკურატურა,
- სახელმწიფო აუდიტის სამსახური,
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;
- საპენსიო სააგენტო;
- სატყეო სააგენტო;
- შემოსავლების სამსახური;
- თვითმმართველი ერთეულების მერები;
ირკვევა, რომ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შერჩევის მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი კომისია მიმდინარე წლის 12 იანვარს შედგა და ის თითქმის 7 საათს გაგრძელდა.
სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები:
- გიორგი დავითური IDFI,
- ქეთევან შოშიაშვილი - TI,
- თამარ ხუხია - საია,
- ნინო დოლიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
- ალექსანდრე კუხიანიძე - თსუ