რომელ კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკურის მედპერსონალს - უწყება სიას აქვეყნებს
სად სთავაზობს დასაქმებას ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს - უწყება კერძო და საჯარო კლინიკების ჩამონათვალს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ეს კლინიკებია:
- რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო;
- ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;
- საჩხერის რაიონული საავადმყოფო;
- პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა;
- ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა;
- გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა;
- ჯეო ჰოსპიტალის ქსელი;
- კავკასიის მედიცინის ცენტრი;
- ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;
- თბილისის ცენტრალური საავადმყოფო;
- იმედის კლინიკა;
- დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი;
- თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.
მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის და ახალი სამედიცინო ცენტრის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ხელისუფლების გადაწყვეტილებას მედპერსონალის მხრიდან პროტეტსი მოჰყვა - რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ამ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უწყვეტ აქციებს აანონსებენ.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.