ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს - უკრაინის საელჩო
სუს-ის სკანდალური განცხადება - უკრაინის საელჩო საქართველოში იმედს გამოთქვამს, რომ ქართული მხარე საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს.
განცხადების თანახმად, უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით.
საელჩო მედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს.
გამოვხატავთ დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით"- წერია განცხადებაში.
სუს-ის სკანდალური ბრიფინგიდან მალევე გაირკვა, რომ ტერაქტების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არცერთი პირი არ ჰყავს დაკავებული. არადა, ლილუაშვილის უწყება თბილისსა და ვორონეჟში დაგეგმილი ტერაქტების ორგანიზებაში 12 ადამიანს ამხელოდა, მათ შორის საქართველოს შვიდ მოქალაქეს.
სუს-ის მტკიცებით, საუბარია 6 მოწყობილობასა და 14 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე, რომელიც უკრაინის მოქალაქეებმა ოდესიდან წამოიღეს და სარფის გავლით საქართველოში შემოიტანეს.
უწყებაში ირწმუნებიან, რომ ოპერაციას უკრაინის მმართველი პარტიის წევრი წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე ხელმძღვანელობდა.
სუს-ის თქმით, თუ ასაფეთქებლები მოქმედებაში მოვიდოდა, მსხვერპლი და ნგრევაა მასშტაბური იქნებოდა.