ზრდასრული ადამიანი ბავშვის ძალადობაზე არ უნდა იღგზნებოდეს - ხაბეიშვილი პრემიერს
მორიგი დაპირისპირება პარლამენტში - „ქართული ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება ,,ენმ"-ს წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადება მოჰყვა. ხაბეიშვილმა პრემიერს ბერა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარი გაახსენა და ჰკითხა, უხერხულობას ხომ არ უქმნიდა ეს გარემოება თანამდებობაზე ყოფნის პირობებში.
მე მგონია, რომ უხერხულობას უნდა გიქმნიდეთ ბერა ივანიშვილთან ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ანუ მე მართლა ვდარდობ ახლა იმაზე, რომ როგორ ზიხართ ახლა მანდ? აი, რანაირად? ეს ადამიანი სირცხვილისგან არ უნდა იწვოდეს ახლა სადაც ზის? რატომ ყვირით? ზრდასრული ადამიანი ბავშვის ძალადობაზე არ უნდა იღგზნებოდეს მემგონი, სატელეფონო საუბარში ასე იყო,- განაცხადა ხაბეიშვილმა.