კარგი, ნუ ყვირიხარ, დაჯექი, თუ ძმა ხარ! - მორიგი დაპირისპირება პარლამენტში
მორიგი ხმაური პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე - ერთმანეთს ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი და მამუკა ხაზარაძე დაუპირისპირდნენ.
გია ვოლსკიმ ტრიბუნიდან თქვა, რომ მას ბადრი ჯაფარიძემ უჩივლა.
ხაზარაძე გამოვიდა და ჩემზე თქვა, სასამართლოში ვუჩივლეთ და სასამართლოს სხდომა არ ჩანიშნულაო. საუბარია იმაზე, რომ როდესაც პოლიტიკაში შემოდიოდნენ, ჟურნალისტმა დამისვა კითხვა 17 მლნ-თან დაკავშირებით, რომელიც ბანკიდან გავიდა, კერძო პირზე გადაფორმდა, კერძო ანგარიშზე გადავიდა და ოფშორულ ზონაში მოხვდა, სად არის, ვერ გაიგეს. მე რომ ამაზე მკითხეს, ვუპასუხე, რომ ჯერ ამ საკითხზე უნდა გასცენ პასუხი და მერე პოლიტიკაზე ილაპარაკონ. მათ მიჩივლეს"- თქვა დეპუტატმა
დეპუტატმა ხაზარაძე-ჯაფარიძეს მიმართა:
ვთქვათ და მოიგეთ სასამართლო, 290 ათასი ლარი საიდან უნდა გადავიხადო, თუ ჩემი ბინის წაღება გინდათ? სასამართლოში მიჩივიხართ ორი ამხელა ადამიანი. “,- განაცხადა ვოლსკიმ.
ფაქტს ხაზარაძის გაღიზიანება მოჰყვა, რაზეც ვოლსკიმ ოპოზიციონერ კოლეგას მიმართა: „კარგი, ნუ ყვირიხარ. დაჯექი, თუ ძმა ხარ!“.
ბადრი ჯაფარიძემ 2019 წელს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა.