ღარიბაშვილი და კობახიძე ,,ენმ"-ს მორიელს ადარებენ
საქართველოს პრემიერი ეთანხმება უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობაიძის, შეფასებას და ,,ნაციონალურ მოძრაობას" თავადაც მორიელს ადარებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყანას ბევრი უბედურება მოუტანა.
ბევრი ტყუილი და წილისწამება მოვისმინე, მანიპულაცია, ეს გვესმის, ვინაიდან ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე. ბატონმა ირაკლიმ (კობახიძე) სწორი შეფასება გააკეთა, როცა ,,ნაცმოძრაობა" მორიელს შეადარა, ის ძალა, რომელმაც ბევრი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას.
ჩვენ უახლოესი წარსულის გახსენებისას არ უნდა შევედაროთ ,,ნაცმოძრაობას" და წარმოვაჩინოთ იმგვარად თავი, როგორი კარგები ვართ - აღნიშნა პრემიერმა.
მანამდე ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან „კუ და მორიელის“ იგავ-არაკი გაიხსენა და ოპოზიცია მათ შეადარა:
მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, კარვები აქვთ გაშლილი, გამართლება, ბუნებრივია, არც ერთს აქვს და არც - მეორეს. ახსნა თუ აქვს, უბრალოდ, ეს მინდა, ვიკითხო და ამაზე მივიღო ძალიან მარტივად პასუხი. არსებობს ასეთი იგავი - „კუ და მორიელი“, გადაჰყავს წყალზე კუს მორიელი და კბენს, ეკითხებიან, რატომ კბენს? - ასეთია მათი გვარი. ასეთია ამ პოლიტიკური ძალის გვარი, ასეთია ამ ადამიანების გვარი და ეს არის ერთადერთი ახსნა, სხვა ახსნა მას უბრალოდ არ აქვს, სხვა ახსნა ვერ ექნება იმას, რომ ისინი მიშელის დოკუმენტს დღემდე არ აწერენ ხელს და ეს არის ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი და ისინი დღემდე არ იღებენ კარვებს პარლამენტის შენობის წინ“, - განაცხადა კობახიძემ.