გვეკითხებით, რატომ რჩება სასამართლოში მურისიძეო, თქვენ რატომ რჩებით პოლიტიკაში? - ღარიბაშვილი ,,ენმ"-ს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვირს, რატომ სვამს ოპოზიცია კითხვასიმის შესახებ, რატომ რჩება სასამართლო სისტემაში ლევან მურუსიძე.
ირაკლი ღარიბაშვილმა ,,ენმ"-ს მიმართა და თქვა, რომ "მძიმე წარსულის შემოქმედები რატომ რჩებიან პოლიტიკაში დღეს?!"
დღეს ეს ადამიანები გამოდიან და გვეუბნებიან ჩვენ, რატომ რჩებიან სასამართლოში ბატონი მურუსიძე და სხვები, რამდენიმეს გვარი აქვთ დაზეპირებული. ბატონებო, თქვენ მოგმართავთ, ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს: თქვენ რატომ რჩებით პოლიტიკაში დღეს, ამ მძიმე წარსულის შემოქმედები? “ქართულ ოცნებას“ უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო. აღარაფერს ვსაუბრობ ადამიანის უფლებებზე, მედია-თავისუფლებზე. ჩვენ იმ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გვესაუბრებიან, რომელიც 2012 წლამდე პროკურატურის დანაყოფი იყო - მოსამართლე იმას გააკეთებდა, რასაც პროკურორი ეტყოდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.