ვერ ვხედავ პერსპექტივას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვითანამშრომლოთ - ღარიბაშვილი

28.06.21 19:39
 ვერ ვხედავ პერსპექტივას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვითანამშრომლოთ - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმა საპარლამენტო ტრიბუნა ოპოზიციის კრიტიკისთვის კიდევ ერთხელ გამოიყენა. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ,,ნაცმოძრაობა" ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართთველოს წინააღმდეგ მოქმედებს და მათთან თანამშრომლობა მიუღებელია.

ძალიან ცუდად მომხვდა ყურში, არაერთმა გამომსვლელმა, მათ შორის ბატონმა ვაშაძემ, ქალბატონმა ჩარკვიანმა, ქვეყანა მოიხსენიეს შემდეგი ეპითეტებით - "ყველაზე უბედური ქვეყანა",  - "ჩამპალი ქვეყანა“ და ა.შ. თქვენ ქვეყანა არ გიყვართ მეგობრებო? როგორ საუბრობთ ჩვენს სახელმწიფოზე საერთოდ?!" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დღეს განაცხადა, რომ შეუძლებელია იმ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა, რომელიც ქვეყანის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

 ასეთი დამოკიდებულებით უბრალოდ არ მესმის, ვერ ვხედავ პერსპექტივას, ამ ოპოზიციასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვითანამშრომლოთ. ქვეყანა 6 თვის განმავლობაში ამყოფეს საბოტაჟის რეჟიმში და დღეს პასუხი არ გაუციათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რატომ დააზიანეს ჩვენი სახელმწიფო. იცით, რას მეუბნებიან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები? რომ ისინი დაიღალნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ჩივილით ჩვენზე, კონკრეტულად ჩემზე ან ლიდერებზე კი არა, არამედ ქვეყნის პრობლემებზე, რეალურად იმაზე, რომ აქ რაღაც საშინელება ხდება.

 თურმე, მათივე შეფასებით, ქვეყანა არ არის მზად, გახდეს ნატო-ს წევრი. შევახსენეთ მათ, რომ დაჟინებით ითხოვდნენ, არ მიეცათ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათივე თანამოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. ჩვენ ამას მივაღწიეთ, მეგობრებო და კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ, მიუხედავად თქვენი ამ მავნებლური პოლიტიკისა. მე არ მოვერიდები ამის თქმას, ეს არის მავნებლობა და ეს მავნებლობა უნდა დაამთავროთ, უნდა დაამთავროთ იმიტომ, რომ ასე ქვეყანა ვერ განვითარდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოვიდა. გუშინ ის  საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ერთწლიანი მუშაობის შესახებ მოხსენებით წარსდგა. 

მსგავსი სიახლეები