პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

29.06.21 09:46
პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით, დაამტკიცა. საარჩევნო რეფორმას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

ფრაქციებმა “ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ და  “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ საარჩევნო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.

საარჩევნო კანონის თანახმად, იზრდება პროპორციული წილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი 40%-იანი ბარიერი დაწესდა.

 

მსგავსი სიახლეები