ივანიშვილს ჩემი დაჭერა სპორტად ექცა - გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოში მივიდა

29.06.21 11:17
ივანიშვილს ჩემი დაჭერა სპორტად ექცა - გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოში მივიდა

ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის საქმეზე გიგი უგულავა  საქალაქო სასამართლოში მივიდა. პოლიტიკოსი პროცესზე ბრალდებულის სტატუსით წარდგება. სასამართლო სხდომაზე ჩვენებას დაზარალებული ჩემპიონი ბადრი გავაშელიშვილი მისცემს.

უგულავა დარწმუნებულია, რომ ,ოცნება" მართლმსაჯულების გამოყენებას ისევ  პოლიტიკური ანგარიშწორებისა და შანტაჟის  მიზნით აგრძელებეს. 

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეგ არსება არაფერს წარმოადგენს. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ეს არის ჩვეულებრივი დეგრადირებული, ლუდომანიისკენ მიდრეკილი ადამიანი, რომელმაც გაფლანგა ყველაფერი, რაც მოიპოვა და შემდეგ გახდა ივანიშვილის პაიკი ზონდერი და ნოემბრის აქციებზე ჩანს, როგორ არბევს ის ხალხს. ალბათ ცხოვრებაში ბევრჯერ არ გექნება შესაძლებლობა, ამ აბსურდის თეატრში მიიღო მონაწილეობა, რასაც ივანიშვილის სასამართლო და ეს კონკრეტული პროცესი წარმოადგენს. რაც უნდა ის გადაწყვეტილება მიიღოს მოსამართლემ. არ მივიღებ ამნისტიას იმიტომ, რომ ამნისტია ნიშნავს, რომ გავაშელიშვილს ექნებოდა სიჩუმის უფლება. ეს რომ ორკესტრირებული იყო და დავალებული, ამაში ეჭვი არ მეპარება და გავაშელიშვილი ახლა რომ მობრძანდება, ახლა დიდ გულზე იქნება, იმიტომ, რომ მის უკან სახელმწიფო დგას, მაგრამ ძალიან მალე მას მოუწევს სიმართლის თქმა. ან მოუწევს მოსამართლეს ყველაფერზე გადაბიჯება, ან მოუწევს აღიარება, რომ კაცი არის მოგზანილი ზონდერი. ამით კიდევ ერთხე ჩამოეხდება ფარდა და ნიღაბი აი, იმ გულისამრევ საზიზღრობას, რასაც ივანიშვილის სასამართლო ჰქვია. ივანიშვილს ჩემი დაჭერა სპორტად ექცა, - განაცხადა გიგი უგულავამ. 

წავა თუ არა გიგი უგულავა ისევ ციხეში, ჯერჯერობით უცნობია.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ რამდენიმე წლის გატარება მოუწევს.