"გირჩი" წინასაარჩევნო სამზადისს იწყებს - პარტიას მერობის კანდიდატი არ ეყოლება
,,გირჩი" წინასაარჩევნო სამზადისს იწყებს - პარტიის ოფისში სამეფოს „თავკაცი“, საარჩევნო კამპანიის მენეჯერი და თბილისის ადგილობრივი არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინეს. საარჩევნო კამპანიას ოთო ზაკალაშვილი უხელმძღვანელებს.
გაირკვა, რომ გირჩელები არჩევნებზე მხოლოდ საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებენ, მათ მერობის კანდიდატები არ ეყოლებათ.
დედაქალაქის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებისთვის ჯერჯერობით ცნობილია სიის ორი ნომერი - ჰერმან საბო და ოთარ ზაკალაშვილი.
ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პარტიის დანარჩენი სია პრაიმერისის შედეგად შედგება, რომელიც ივლისი-აგვისტოს პერიოდში გაიმართება .
ამ ეტაპზე არ ვაპირებთ არც მაჟორიტარების და არც მერობის კანდიდატების დაყენებას. ჩვენთვის ეს არჩევნები არის საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.