პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი - კელი დეგნანი

29.06.21 11:25
პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი - კელი დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, კიდევ ერთხელ მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი. დეგნანი  ამბობს, რომ ამის უფლებამოსილება  პარლამენტს აქვს და გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინონ შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტები. ამერიკელი დიპლომატი  იმედს გამოთქვამს, რომ როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიცია, შეასრულებენ მიშელის დოკუმენტს. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა კანდიდატთა სია, თუმცა ახლა სრულად პარლამენტზეა დამოკიდებული მათი დანიშვნა, რამდენად შეასრულებენ 19 აპრილის შეთანხმებას, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი, რომ უნდა მოხდეს ფართო ინკლუზიური მრავალპარტიული მსჯელობა საკითხზე. სწორედ ამაზე შეთანხმდნენ პოლიტიკური პარტიები და ამაზე მოაწერეს ხელი. ბურთი ახლა პარლამენტის მოედანზეა, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი", - ამბობს კელი დეგნანი.