პუტინი ამერიკელი ჟურნალისტის სანაცვლოდ ხანგოშვილის მკვლელს ითხოვს

09.02.24 13:54
პუტინი ამერიკელი ჟურნალისტის სანაცვლოდ ხანგოშვილის მკვლელს ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი ჟურნალისტის სანაცვლოდ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გადაცემას ითხოვს. პუტინმა ხანგოშვილზე, მის მკვლელსა და გერშკოვიჩზე ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ისაუბრა.

გერშკოვიჩი The Wall Street Journal-ის რეპორტიორია, რომელიც „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავეს 2023 წლის მარტში.

Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა, ტაკერ კარლსონმა ინტერვიუს დროს პუტინს სთხოვა კეთილგანწობის ნიშნად მისი გათავისუფლება. პუტინმა თქვა, რომ იმდენი მსგავსი ჟესტი გააკეთეს "ამოეწურათ". 

ხანგოშვილის მკვლელობისათვის კი გერმანიაში გასამართლებულია ვადიმ კრასიკოვი (იგივე ვადიმ სოკოლოვი). ხანგოშვილი საქართველოს ეთნიკურად ჩეჩენი მოქალაქე იყო. იგი ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

მსგავსი სიახლეები