"ოცნების" მერობის კანდიდატი სავარაუდოდ, ისევ კახი კალაძე იქნება.

29.06.21 14:00
"ოცნების" მერობის კანდიდატი სავარაუდოდ, ისევ კახი კალაძე იქნება.

ქართული ოცნების მერობის კანდიდატი სავარაუდოდ, ისევ კახი კალაძე იქნება.  ინფორმაციას პირველებთან დეპუტატი ირაკლი ზარქუა ფაქტობრივად ადასტურებს. 

ცნობილი ხდება ისიც რომ მმართველი პარტია ოფიციალურად მერობის კანდიდატს მომავალ კვირაში წარადგენს. 

ოფიციალური ინფორმაციით, „ქართული ოცნებას“ დედაქალაქის მერობის კანდიდატს მომდევნო კვირაში დაასახელებს. ამის მიუხედავად, მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა პირდაპირ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახი კალაძეა, თუმცა წარსადგენად მის დასტურს ელოდებიან. 

მერობის კანდიდატი პარტიიდან არის ერთადერთი, ეს არის კახი კალაძე. უბრალოდ, ჩვენ ველოდებით ბატონი კახისგან, რომ თანხმობა მოგვცეს ამაზე და შესაბამასიდან მოხდება წარდგენა. არავინ არ განიხილებოდა, არც განიხილება დღეს. ჩვენი მხირდან არის მხარდაჭერა ბატონი კახის მიმართ",- განაცხადა ზარქუამ. 
 

მსგავსი სიახლეები