ახალი საარჩევნო კოდექსი - ხაზარაძის განმარტებებს "ოცნებაში" პასუხობენ

29.06.21 13:33
ახალი საარჩევნო კოდექსი - ხაზარაძის განმარტებებს "ოცნებაში" პასუხობენ

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაზე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც საარჩევნო კოდექსს მხარი არ დაუჭირა. ხაზარაძე ამბობს, რომ მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა თვითმმართველობის არჩევნებზე 40% იანი ბარიერის დაწესება. „ლელოს“ ლიდერი ასევე ხელისუფლებას „ლეიბორისტული პარტიის“ მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს. 

უცბად 40%-იანი მაჟორიტარების თემის შემოვარდნა ამ კოდექსში, რომელიც არ განხილულა ინტენსიურად და ბოლო დღეს იქნა ჩაწერილი. ასევე, ჩვენთვის მიუღებელია იმ პატარა პარტიების დასჯა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა. წარმოუდგენელია, რომ მამუკა ხაზარაძე „ლეიბორისტული პარტიის“ ინტერესებს იცავს, მაგრამ ასეა, სამართლიანობა სამართლიანობაა და არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ პოლიტიკურ შეხედულებებს, - განაცხადა ხაზარაძემ. 

მამუკა ხაზარაძეს განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი, გამოეხმაურა. პაპუაშვილი ამბობს, რომ „ლელო“ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობს. დეპუტატის თქმით, „ლელომ“ საარჩევნო რეფორმა ჩაგდო და ამისთვის პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.

სასაცილო არგუმენტებია და უბრალოდ, ცდილობენ, ახლა რამენიარად გაამართლონ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობენ. 40 % -იან ბარიერს რაც შეეხება, ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა. ეს დააყენეს „რესპუბლიკელებმა“, „სტატეგია აღმაშენებელმა“. რაც შეეხება „ლეიბოორისტულ პარტიას“ , არ ვარ ისეთი დაბალი წარმოდგენის „ლელოს“ ფრაქციის წევრებზე, რომ ვერ ხვდებიან, რომ არანაირი გამორჩევა და დაჩაგვრა „ლეიბორისტული პარტიის“ არ ხდება. მათი ხელიდან ეს საარჩევნო რეფორმა ჩავარდნილია, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ისინი არღვევენ 19 აპრილის შეთანხმებას, რასაც თავისი პოლიტიკური ფასი, რა თქმა უნდა, ექნება, - განაცხადა პაპუაშვილმა. 
 

მსგავსი სიახლეები