სუს-ში სახელმწიფო რესურსი არამიზნობრივად იხარჯება - DRI

29.06.21 14:50
სუს-ში სახელმწიფო რესურსი არამიზნობრივად იხარჯება - DRI

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ანგარიშის მიხედვით, სუს-ში სახელმწიფო რესურსი არამიზნობრივად იხარჯება. 

DRI-ის მონიტორინგის შედეგების მიხედვით,  სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიებულ საქმეთა უმრავლესობა არ შეიცავს რისკებს სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის.

იმის საილუსტრაციოდ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი საქმიანობა ფუნდამენტურ რევიზიას საჭიროებს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ერთმანეთს შეადარა ესტონეთის და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების მიერ გამოძიებული საქმეები: 

"2020 წლის 3 ნოემბერს ტარტუს საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ესტონეთის შინაგანი უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული  ტარტუს მერის ყოფილი მოადგილე განსაკუთრებით მასშტაბური პროცედურული დარღვევებისათვის. 

2020-2021 წელის განმავლობაში (თებერვლის ჩათვლით) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო 75 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის:

თაღლითობის 9 ფაქტზე (სსკ-ის 180-ე მუხლი)
მითვისება ან გაფლანგვა (სსკ-ის 182-ე მუხლი) – 2 სისხლის სამართლის საქმე
ქონებრივი დაზიანება მოტყუებით (სსკ-ის 185-ე მუხლი) - 1 სისხლის სამართლის საქმე" -
აღნიშნულია მონიტორინგის შედეგებში.

მსგავსი სიახლეები