შესაძლებელია ამ რადიკალი ჯგუფების დაშორიშორება ერთმანეთისგან - იოსელიანი პრაიდზე

29.06.21 15:13
შესაძლებელია ამ რადიკალი ჯგუფების დაშორიშორება ერთმანეთისგან - იოსელიანი პრაიდზე

პარტია "მოქალაქეების" წევრი, ლევან იოსელიანი, "პრაიდის კვირეულში" მონაწილეებს რადიკალ ჯგუფებად იხსენიებს. იოსელიანი დარწმუნებულია, რომ ლგბტქ უფლებებისთვის გამართული ღონისძიებების უსაფრთხოებას პოლიცია სათანადოდ  უზრუნველყოფს. 

სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანად აზრის გამოხატვის განხორციელება და არ დაუშვას განსხვავებული ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირება , ეს არის მთავარი და ამ მიმართულებით არსებობს უკვე რაღაც პოზიტიური გამოცდილება, რომელიც აჩვენებს, რომ შესაძლებელი არის ამ რადიკალი ჯგუფების დაშორიშორება ერთმანეთისგან. მგონია, რომ უსაფრთხოების ზომები იქნება დაცული, წინა შემთხვევებში შეძლო პოლიციამ", - ამბობს ლევან იოსელიანი.

"პრაიდის კვირეული" 1 ივლისს დაიწყება და 5 ივლისს "ღირსების მარშით" დასრულდება. რადიკალი ჰომოფობიური ჯგუფები, მათ შორის ლევან ვასაძის მოძრაობა "ერი", პრაიდის ღონისძიებების ჩაშლით იმუქრება. 

მსგავსი სიახლეები