ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება.
მისი თქმით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ მეუფე იაკობი „ძალიან ეფექტურად უძღვება საქმეს“.
დღეს იყო ერთგვარი შეჯამება, პირველი შეხვედრაც დაახლოებით ამ ფრომატში იყო. შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი და კარლ ჰარცელი. შეფასდა განვლილი პერიოდი მას შემდეგ რაც მეუფე იაკობი დაინიშნა იქ. ორივე მხრიდან იქნა გამოთქმული კმაყოფილება, თუ როგორ მიდის პროცესი. საუბარი იყო შემდგომ ნაბიჯებზე, უნდა მოხდეს დეინსტიტუტიზაცია, ბავშვები უპირველესად უნდა დაბრუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახებში, თუ ეს არ მოხერხდა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში, ბოლო არჩევანი იქნება მცირე ზომის ბავშვთა სახლები.
სწორედ მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში, ამაში მონაწილეობას მიიღებენ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასე რომ შემდგომში გაგრძელდება ეს თანამშრომლობა იმისთვის, რომ ბავშვთა სახლები, რომელიც ნინოწმინდაში იქნება, იყოს იმ სახის და ისეთი სტანდარტის, როგორსაც გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნები“, - თქვა ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დახურვაზე საუბარი არ არის.