მინისტრი ვერ აკონკრეტებს, იგეგმება თუ არა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დახურვა
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ვერ აკონკრეტებს, იგეგმება თუ არა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დახურვა.
ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ შემდგომი გადაწყვეტილებები მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ბენეფიციარებთან მუშაობას დაასრულებენ.
ყველამ ერთად უნდა შევიწყოთ ხელი სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მუშაობას. ამ ეტაპისთვის გარანტირებულად უზრუნველყოფილი გვაქვს ბავშვთა უსაფრთხოება. ისინი მუშაობენ ბავშვებთან და მას შემდეგ, რაც დადებენ დასკვნას, თუ რა შემთხვევაში ვიცავთ ამ 15 ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ჩვენ მივიღებთ იმ შემდგომ გადაწყვეტილებებს, თუ სად მოხდება ამ ბავშვების პოზიციონირება და რა ხერხს მიმართავს სახელმწიფო", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.