გრძელდება იმ ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი, რომლებიც დაწესებულებაში რჩებიან - ჰარცელი ნინოწმინდაზე

29.06.21 17:23
გრძელდება იმ ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი, რომლებიც დაწესებულებაში რჩებიან - ჰარცელი ნინოწმინდაზე

ყველა ხედავს იმ პროგრესს, რომლის მიღწევაც  ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გახდა შესაძლებელი - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

საპატრიაროდან გამოსულმა ჰარცელმა აღნიშნა, რომ გრძელდება იმ ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი, რომლებიც ჯერ კიდევ დაწესებულებაში რჩებიან.

ვფიქრობ, ყველამ ვნახეთ ის პროგრესი, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში იქნა მიღწეული ნინოწმინდის პანსიონის ბავშვების უმრავლესობის დეინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებით. ასევე გრძელდება დაკვირვება იმ ბავშვებზე, რომლებიც ჯერ კიდევ პანსიონში რჩებიან.

ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ ღიაობას და გამჭვირვალობას ამ სიტუაციის გარშემო, რაც კარგია.

ფოკუსირება უნდა იყოს ბავშვების კეთილდღეობაზე. ასევე ვხედავ, რომ პარლამენტში იქმნება სამუშაო ჯგუფი ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, რასაც მივესალმები, რადგან პარლამენტის როლი ამ პროცესში ძალიან წაადგება სიტუაციას",- განაცხადა ჰარცელმა.

მსგავსი სიახლეები