დღემდე ბოკერიას ძალა ამტკიცებს, რომ მიშელის დოკუმენტი ცუდია, ეს არის ფარსი და ტყუილი - გიორგი ვაშაძე

29.06.21 19:07
დღემდე  ბოკერიას ძალა ამტკიცებს, რომ  მიშელის დოკუმენტი ცუდია, ეს არის ფარსი და ტყუილი - გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიგა ბოკერიას შარლ მიშელის დოკუმენტზე არასწორი შეხედულების გამო აკრიტიკებს. გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ მცდარია ,,ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის აზრი, რომ მიშელის დოკუმენტი ცუდია.

ბოკერიას რასაც ვუწუნებ: დღემდე მისი ძალა ამტკიცებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ცუდია და მეტის მიღწევა შეიძლებოდა, ეს არის ფარსი და ტყუილი. ეს მანაც იცის, ყველამ იცის. გავიგე, ეს პოზიცია აქვს. ეს საკითხი არის გაუთავებელი დისკუსია -განაცხადა დღეს ტვ პირველის ეთერში გიორგი ვაშაძემ.

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის განცხადებას გიგა ბოკერია გამოეხმაურა, რომელიც ამჟამად ევროპაში სტრატეგიულ პარტნიორებს ხვდება. ბოკერია ამბობს, რომ მიშელის დოკუმენტი რომ ქვეყნის დემოკრატიის გადარჩენის გზაა, ეს აზრი არის თავის მოტყუება, რასაც ,,სტარატეგია აღმაშენებლისა" და პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერები აკეთებენ.

ევროპაში დღეს ვისაც შევხვდით, ჩვენს პარტნიორებს, არავის უთქვამს, რატომ არ მოაწერეთ ხელი მიშელის დოკუმენტსო, შესაძლებელია, აწი ვისაც შევხვდებით, იმას ჰქონდეს განსხვავებული აზრი.  მაგრამ ვაშაძის გარდა არ შემხვედრია ადამიანი, ვისაც ეს დოკუმენტი მოსწონს.

მიშელის დოკუმენტი ისე გაფორმდა, რომ ,,ოცნებამ" ჩათვალა, რომ თავისი გაიტანა. თავს ხომ არ მოვიტყუებთ, ეს არის სახიფათო ჩვენი დემოკრატიისთვის, რადგან სადაც წარმატებას ადგილი არა აქვს, იქ მოქალაქეების და საკუთარი თავის მოტყუებაა, რომ ისტორიული რაღაც გაკეთდა, რასაც ბატონი ვაშაძე და ელისაშვილი იძახიან. - განაცხადა ტვ პირველის ეთერში ჩართვისას გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები