ძალაუფლება ოპოზიციას - ვინ რა თანამდებობას ჩაიბარებს პარლამენტში

29.06.21 20:10
ძალაუფლება ოპოზიციას - ვინ რა თანამდებობას ჩაიბარებს პარლამენტში

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება ოპოზიციის იმ ოთხი ლიდერის გვარი, რომელსაც ,,ქართული ოცნება" ძალაუფლებას გადაააბარებს. ესენი არიან -  სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ბადრი ჯაფარიძე და პაატა მანჯგალაძე.

ძალაუფლების დათმობა სექტემბრიდან დაიწყება და სავარაუდოდ, ადგილობრივი არჩევნების წინ საპარლამენტო კომიტეტები ოპოზიციის მართვის ქვეშ აღმოჩნდება. როგორც ცნობილია, "ოცნება" 5 საპარლამენტო კომიტეტის დათმობას გეგმავს. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიხეილ სარჯველაძის ნაცვლად ფრაქცია "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი, უხელმძღვანელებს. ევროინტეგრაციის კომიტეტისთვის ასევე "ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის კანდიდატურა განიხილება. საპროცედურო კომიტეტს სავარაუდოდ, პაატა მანჯგალაძე უხელმძღვანელებს.