ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა დაასრულებს საქართველოს "პრასტიტუტიზაციას" - ნათელაშვილი

29.06.21 22:05
ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა დაასრულებს საქართველოს "პრასტიტუტიზაციას" - ნათელაშვილი

"ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა დაასრულებს საქართველოს  საერთაშორისო "პრასტიტუტიზაციის" პროცესს", - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" თქვა.

ნათელაშვილის თქმით, საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებაში იმიჯი დაზიანებული აქვს.

ღარიბაშვილი ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს, ღარიბაშვილი ამბობს,  მოგცემთო და გვართმევს, მე კიდევ ვამბობ, რომ ჩვენ თქვენთვის ვართ ყველაფერს დაგიბრუნებთ, რაც წაგართვათ ღარიბაშვილმა, ივანიშვილმა, ყველა ხელისუფლებამ. ისევე როგორც ჩვენი მოსვლა, ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა დაამთავრებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს  საერთაშორისო "პრასტიტუტიზაციის" პროცესს, დღეს ჩვენ ასეთად ვართ ცნობილი და აღიარებული სამწუხაროდ, იმიტომ რომ ვთამაშობთ ევროპას, ამერიკასა და რუსეთს შორის, ამ თამაშში ეს დიდი სუბიექტები რიგდებიან, ჩვენ ვზარალდებით ჩამოგვტეხეს აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, დაგვიწესეს სანქციები. ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავს პირველი ნატოში გაწევრიანებას", - ამბობს ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები