თემურ ჭყონია თბილისის მერობის ძალიან კარგი კანდიდატი იქნება - ხაზარაძე
"თემურ ჭყონია თბილისის მერობის ძალიან კარგი კანდიდატი იქნება", - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" თქვა. ხაზარაძემ ინგა გრიგოლიას ინფორმაცია დაადასტურა, რომ ბიზნესმენ ჭყონიასთან მერობის კანდიდატობაზე საუბარი შედგა, თუმცა დეტალების დაკონკრეტება არ ისურვა.
თემურ ჭყონია იქნება ჩემი აზრით ძალიან კარგი კანდიდატი. უპარტიო, საქმიანი ხალხი რაც უფრო მეტი მოვა, რომელსაც არ აქვს პარტიული მიკერძოება და არის თავისუფალი, სულ კრიტიკულ აზრს გამოთქვამს და არის ორი ამხელა ამერიკული კორპორაციის წარმატებული ადამიანი. მე თემურს ერთ-ერთ ლოკომოტივად მივიჩნევ ქართული ბიზნესის. მქონდა საუბარი, ვერ დაგიდასტურებთ, რომ მისგან დადებითი ინფორმაცია მივიღე, ვისურვებდი რომ ესეთი მერი ჰყავდეს ქალაქს", - თქვა ხაზარაძემ.