ჯეიმს აპატურაი საქართველოში იმყოფება

30.06.21 10:10
ჯეიმს აპატურაი საქართველოში იმყოფება

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი, თბილისშია.

არსებული ინფორმაციით, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს. 

შეხვდება თუ არა ჯეიმს აპატურაი ოპოზიციას, უცნობია. აპატურაის ვიზიტი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის რანგში საქართველოში ეს ჯეიმს აპატურაის ბოლო ვიზიტი იქნება.