ჟენევის მოლაპარაკებები იწყება - განხილვის თემები გახელაძისა და ბებუას გათავისუფლებაა
ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი დღეს გაიმართება. შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას, გათავისუფლების საკითხს განიხილავენ.
საუბარი შეეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების პრობლემებს.