"ვერ წარმომიდგენია" - თემურ ჭყონია ხაზარაძის შეთავაზებას უარით პასუხობს

30.06.21 11:19
"ვერ წარმომიდგენია" - თემურ ჭყონია ხაზარაძის შეთავაზებას უარით პასუხობს

„ლელოს“ ლიდერის შეთავაზებას თბილისის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ბიზნესმენი თემურ ჭყონია უარით პასუხობს. ბიზმესმენმა „პირველებთან“ განაცხადა, რომ დედაქალაქის  მერობა ვერ წარმოუდგენია და საკუთარ პოზიციას აღარ გადახედავს. 

არც მიფიქრია მაგ თემაზე, ვერ წარმომიდგენია. ადრე იყო ასეთი შემოთავაზება. ვერ წარმომიდგენია. ჩემს პოზიციას არ გადავხედავ, - განაცხადა თემურ ჭყონიამ. 

მამუკა ხაზარაძემ ბიზნესმენს ოპოზიციის სახელით თბილისის მერობაზე კენჭისყრა შესთავაზა. ეს განცხადება ხაზრაძემ ინგა გრიგოლიას ,,რეაქციაში" გააკეთა.
 

მსგავსი სიახლეები