არ ვაპირებთ უკან დახევას - გიორგი თაბაგარი საპატრიარქოს განცხადებაზე
თბილის პრაიდის ორგანიზატორები გეგმებს არ ცვლიან, ისინი იმედოვნებენ, რომ საპატრიარქოს განცხადება განცხადებად დარჩება და ღირსების მარში დაპირისპირების გარეშე ჩაივლის.
ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სეკულარიზმის პრობლემა გრძელდება და ეს ინსტიტუცია, თავს უფლებას აძლევს სახელმწიფოს მოუწოდებს რა და როგორ გააკეთოს.
იმედი მაქვს, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე საპატერიარქოს პოზიცია დარჩება მათ მშვიდობიან გამოხატულებად და არ გადაიზრდება ძალადობაში.
ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას, 5 ივლისს, არის დაგეგმილი ღირსების მარში, უამრავი ადამიანი აკეთებს ამას და მარტო ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. გავალთ იმისთვის, რომ ჩვენი კონსტიტუციური უფლება გამოვხატოთ",- განაცხადა "ტვ პირველთან" გიორგი თაბაგარმა.
ცნობისთვის, საპატრიარქო პარლამენტარებს და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ,,თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან.
შეგახსენებთ, პრაიდის კვირეული 1-5 ივლისს ჩატარდება.