ოპოზიცია არის გაჯიუტებული, ზარმაცი ბავშვის როლში - ალუდა ღუდუშაური
„ქართული ოცნების“ დეპუტატი,ალუდა ლუღუდუშაური, მოსამართლეების დანიშვნის პროცესს ეხმიანება და ამბობს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის კლოუნადაზე ვერ აეწყობა. მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს მუშაობა ეზარებათ და გაჯიუტებული და ზარმაცი ბავშვის როლშია.
ჩვენ მათ მოვუწოდებდით, რომ წარმოედგინათ არგუმენტები, რატომ უნდა შეჩერებულიყო პროცესი, ან რატომ იყო პროცესი არალეგიტიმური, მათგან ვერაფერი მსგავსი დადასტურებისა ვერ მივიღეთ. ჩვენი დღის წესრიგი ვერ იქნება აწყობილი, როგორ შეეჯიბრებიან იმ კლოუნადაში ერთმანეთს ოპოზიციის წევრები. ის, რომ ოპოზიციამ უარი თქვა ასეთ მნიშვნელოვან საქმიანობაზე, ეს მიუთითებს ერთადერთ რამეს, რომ ოპოზიციას საერთოდ არ უნდა მუშაობა. ოპოზიცია არის გაჯინიანებული, გაჯიუტებული, ზარმაცი ბავშვის როლში, - განაცხადა ღუდუშაურმა.
სტრატეგიული პარტნიორების მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლება სასამართლო კლანის გაძლიერებასთან დაკავშირებით დაწყებულ პროცესს აგრძელებს. მმართგელი გუნდი მოსამართლეების დამტკიცებას ოპოზიციის გარეშე გეგმავს.