დიდი წმენდა "ოცნებაში" - პოსტები ამჯერად შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეებს დაატოვებინეს

30.06.21 12:04
დიდი წმენდა "ოცნებაში" - პოსტები ამჯერად შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეებს დაატოვებინეს

დიდი წმენდა „ქართულ ოცნებაში“ - მმართველი გუნდი საკუთარი რიგებიდან გიორგი გახარიასთან დაახლოებული პირების გაშვებას აგრძელებს.  პოსტები ამჯერად შიდა ქართლში გუბერნატორის მოადგილეებმა დატოვეს. ორივე მოადგილე თავის დროზე გიორგი ხოჯევანიშვილის დანიშნულია. ამირან ქრისტესიაშვილსა  და ნუგზარ სამხარაძეს თანამდებობები  საკუთარი განცხადებების საფუძველზე დაატოვებინეს. გადაწყვეტილება ახალმა გუბერნატორმა და ირაკლი ღარიბაშვილის კადრმა, ვალერიან მჭედლიძემ, მიიღო.

ოპოზიციას საკადრო წმენდის არ სჯერა და ამბობს, რომ  ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის პროექტია. 

ეს ყველაფერი რაც დღესდღეობით ხდება, არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა. ასეთი მასიური გადასვლები გიორგი გახარიას პარტიაში ხელისუფლებიდან არ არის განპირობებული მხოლოდ იმით, რომ გახარიასთვის სანდო ადამიანები არიან ესენი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნათლად გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არის ჩაძირვისთის განწირული გემი და არავის სურს, რომ ამ გემს ჩაჰყვეს, - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი. 

შეუერთდებიან თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნები გიორგი გახარიას გუნდს, ჯერჯერობით უცნობია. 
 

მსგავსი სიახლეები