მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმებამ ახალი რეალობა მოიტანა - თამარ ჟვანია

30.06.21 12:19
მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმებამ ახალი რეალობა მოიტანა - თამარ ჟვანია

ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, ვრცელ განცხადებაში, რომელიც გადადგომამდე გამოაქვეყნა, წერს, რომ შარლ მიშელის შეთანხმებამ ახალი რეალობა მოიტანა. 

იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო, გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის"- წერს ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე. 

თამარ ჟვანიას განცხადება ვრცლად 

მსგავსი სიახლეები