შეთანხმებულია "ქართულ ოცნებასთან" - ოპოზიცია ჟვანიას გადადგომას აფასებს

30.06.21 13:15
შეთანხმებულია "ქართულ ოცნებასთან" - ოპოზიცია ჟვანიას გადადგომას აფასებს

ოპოზიციაში არ სჯერათ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, საკუთარი ნებით გადადგა. 

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, თამარ ჟვანია არჩევნების შემდეგ გაჩენილი კრიზისის სიმბოლოა. 

ხათუნა სამნიძე ეჭვობს, რომ ჟვანიას კონსულტაციები ექნებოდა "ქართულ ოცნებასთან".

მქონდა მოლოდინი, რომ მას შემდეგ რაც მივიღებდით ახალ „საარჩევნო კოდექსს“, ის მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პირობებში, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნებოდა, საზოგადოებას ჰქონოდა ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ. როგორც იცით, ახალი „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, პროცედურა არის შეცვლილი, ოპოზიციის ჩართულობის, ინკლუზიური პროცესის გარეშე შეუძლებელია ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა, რაც გარანტიას გვაძლევს, რომ ახალი თავმჯდომარე იქნება ისეთი პროცედურებით არჩეული, რომ გააჩენს ნდობას", - განაცხადა სამნიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება მოსალოდნელი იყო პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიასთვის. 

დეპუტატის თქმით,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჟვანიას დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა, რის გამოც მისი თანამდებობაზე დარჩენა ქართულ ოცნებასაც "არ აწყობდა".

წინა არჩევნებზე თამარ ჟვანიამ მიიღო ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი და ნებისმიერი არჩევნები, რაც არ უნდა ჩატარებულიყო თამარ ჟვანიას ხელში, კარგადაც რომ ჩატარებულიყო, ეს ყოველთვის იქნებოდა ლაპარაკის საგანი, რომ "აი ნახეთ, ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა შეცდომები" და ასე შემდეგ. ამიტომ, ძალიან მოსალოდნელი იყო, თამარ ჟვანიას ეს ნაბიჯი გადაედგა იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ქართულ ოცნებას არ აწყობდა თამარ ჟვანიას იქ ყოფნა, როგორც ცუდად ჩატარებული არჩევნების სიმბოლოსი", - თქვა იაგო ხვიჩიამ.


კარგია, რომ მაინც მოუწია ჟვანიას წასვლა, მაგრამ  მაგრამ იტყუება, რომ თავად გადაწყვიტა - ეს შეფასება კი ელენე ხოშტარიას ეკუთვნის, რომელიც ჟვანიას გადადგომას სტატუსს უძღვნის: 

1. კიდევ ერთხელ მეტყველებს სისტემის სიმახინჯეზე, როცა უნდათ, რა სოუსითაც უნდათ ისე რომ მიიღება გადაწყვეტილებები

2. იტყუება, რომ თავად გადაწყვიტა

3. ერთი კვირის წინ ზუსტად საპირისპირო თქვა, უპატივცემულობა კიდევ ერთხელ

4. ილუზიები არ უნდა შეგვექმნას, რომ გაყალბების სისტემა მოირღვა

5. გამყალბებელთა კლანი ჯავახიშვილის თაოსნობით კომფორტულად არიან"- წერს პოლიტიკოსი.