თამარ ჟვანიას პირადი გადაწყვეტილებაა - "ოცნება" ზეწოლას უარჰყოფს

30.06.21 13:30
თამარ ჟვანიას პირადი გადაწყვეტილებაა - "ოცნება" ზეწოლას უარჰყოფს

"ქართულ ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა ჟვანიას პირადი გადაწყვეტილებაა. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, ამბობს, რომ  ყველაფერს ფარდა აეხადა და გამოჩნდა, რომ თამარ ჟვანიას არჩევნები არ გაუყალბებია. 

როგორც ჩანს, თამარ ჟვანიას პირადი გადაწვეტილება იყო. არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება ახლა მიმდინარე პროცესებთან დავაკავშიროთ. ესაა მისი გადაწყვეტილება, რასაც პატივისცემა სჭირდება”,- განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად კონსულტაციები დაიწყება.

დაიწყება კონსულტაციები და შესაძლებლობა იქნება, რომ ერთიან კანდიდატურაზე შევთანხმდეთ, ვისზეც მეტ-ნაკლებად იქნება კონსენსუსი. იმედი მაქვს, რომ იარსებებენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ მიმართულებით კონსტრუქციულად იქნებიან განწყობილი და კონსენსუსი იქნება”,- განაცხადა სარჯველაძემ.

თამარ ჟვანია დღეს გადადგა. ის პოსტიდან უფლებამოსილების ამოწურვამდე 2 წლით ადრე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით წავიდა, არადა ერთი კვირის წინ ამტკიცებდა რომ პოსტის დატოვებას არ აპირებდა.

მსგავსი სიახლეები