ნამოხვანსა და ჟონეთში მიმდინარე სამუშაოები, სავარაუდოდ, სცდება ნებართვით დაშვებულ საქმიანობას - სკანდალური კვლევა

30.06.21 13:42
ნამოხვანსა და ჟონეთში მიმდინარე სამუშაოები, სავარაუდოდ, სცდება ნებართვით დაშვებულ საქმიანობას - სკანდალური კვლევა

,,სოციალური სამართლიანობის ცენტრში" ამბობენ, სოფელ ნამოხვანსა და ჟონეთში მიმდინარე მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, სცდება ნებართვით დაშვებულ საქმიანობას. 

წარმოდგენილი სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ სამშენებლო მოქმედებები შესაძლოა, სცდებოდეს ნებართვით დაშვებულ საქმიანობას, რაც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან სანებართვო პირობების შესრულების მკაცრ კონტროლს საჭიროებს.

ორგანიზაციის მტკიცებით, კერძოდ, ფოტოებიდან, დიდი ალბათობით, დასტურდება, რომ ამჟამად, მშენებლობა მიმდინარეობს არა მხოლოდ იმ ობიექტებზე, რომელზეც მშენებლობის ნებართვაა გაცემული სოფელ ნამოხვანთან, არამედ სხვაზეც, ჟონეთის ხიდთან.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცდომების არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ინსექტირებას მაინც არ ახორცილებეს. Ბოლო ინსპექტირება 3 თვის წინ ჩატარდა.

 ამ დრომდე უგულებელყოფილია ადგილობრივი მოსახლეობისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის მოთხოვნები და მოწოდებები, რომ განხორციელდეს მიმდინარე სამუშაოების ინსპექტირება და წარმოდგენილ იქნას ინსპექტირების შედეგების თაობაზე სრულყოფილი დოკუმენტაცია"- წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები