სპეკულაციაა, რომ ნავალნი და სააკაშვილი შეადარო ერთმანეთს - მდინარაძე

16.02.24 19:03
სპეკულაციაა, რომ ნავალნი და სააკაშვილი შეადარო ერთმანეთს - მდინარაძე

„სწორედ მიხეილ სააკაშვილია ის ადამიანი, ნავალნის მკვლელობასთან დაკავშირებით, რა საფუძვლიანი ეჭვებიც ჩნდება, არა მხოლოდ საფუძვლიანი ეჭვები, დადასტურებულია, რომ მან შექმნა სისტემა, რომელ სისტემაშიც ამ გარემოებებში იღუპებოდნენ ადამიანები ასობით,“ - ამ განცხადებით ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი მამუკა მდინარაძე ნავალნის სიკვდილს.

მდინარაძე ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება და ამ საკითხზე საუბრისას სააკაშვილს აკრიტიკებს. 

როგორ უნდა გაბედო ამ შედარებაზე ლაპარაკი, როდესაც დღეს ეს სისხლის სამართლის დამნაშავე, კრიმინალი სააკაშვილი სასჯელს იხდის ოროთახიან ლუქსში და დაგუგლეთ, რანაირ კამერაში იჯდა ნავალნი თავისი პატიმრობის დროს... როგორი ვიზუალური განსხვავებაც არის მათ შორის, იგივე განსხვავებაა პატიმრობის მიზეზებიდან დაწყებული, პირობებით გაგრძელებული ამ ორ ადამიანს შორის და უფრო დიდი ამორალურობა და სპეკულაციაა, რომ ნავალნი და სააკაშვილი შეადარო ერთმანეთს...
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ, ამავდროულად არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვახსენებს ასევე ძალიან სამწუხაროდ, 2012 წლამდე ჩვენს დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ჰყავდა ისეთი ხელისუფლება, დღეს რომ ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების პირობებში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რა გარემოებებში დაიღუპა კონკრეტული ადამიანი, ეს რომ გვახსენებს სულ რაღაც 11-12 წლის წინანდელ რეჟიმს ეს კიდევ უფრო დიდი უბედურებაა. ჩვენ ასობით პატიმარი გვეღუპებოდა ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში.
დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის კონტექსტში, საოკუპაციო რეჟიმის კონტექსტში ისმევა შეკითხვები, თუმცა არანაირი კითხვის ნიშანი ამ ადამიანებს არ აქვთ საქართველოს კონტექსტში, ეს არის პარადოქსი ჩვენი ქვეყნის,“ - ამბობს მდინარაძე.

 

მსგავსი სიახლეები