დავინახე, რომ ჟვანიას არჩევნები გაუყალბებია და გადადგა - ზილფიმიანი
"ევროპელი სოციალისტების" ლიდერისთვის, დავით ზილმფიმიანისთვის, თამარ ჟვანიას გადადგომას მოულოდნელი აღმოჩნდა.
დეპუტატი ამბობს, რომ ჟვანიას არჩევნები არ გაუყალბებია:
მოულოდნელი იყო. იმდენად დიდი იყო მოთხოვნა, იმდენად დიდი იყო ზღვა, ბოლოს, ნამდვილად გულწრფელად ვამბობ ამას, მეც კი სკეპტიკურად ვიყავი და დავინახე, რომ მას არ გაუყალბებია და გადადგა. ალბათ მაინც აპირებდა გადადგომას, მაგრამ არ უნდოდა, გამყალბებლის იმიჯით წასულიყო"- ამბობს დეპუტატი.
თამარ ჟვანია დღეს გადადგა. ის პოსტიდან უფლებამოსილების ამოწურვამდე 2 წლით ადრე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით წავიდა, არადა ერთი კვირის წინ ამტკიცებდა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებდა.