ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი შარაბიძე შეასრულებს

30.06.21 14:31
ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი შარაბიძე შეასრულებს

ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მის მოვალეობას თამარ ჟვანიას მოადგილე, გიორგი შარაბიძე, შეასრულებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის, განცხადებით, ჟვანია ელოდებოდა ახალ საკანონმდებლო სიახლეებს, რის შემდეგაც გეგმავდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.