სტრესის ქვეშ შეიძლება, ბევრი რამე გააკეთოს ადამიანმა - სერგეენკო ჟვანიას გადადგომაზე
„სტრესის ქვეშ ადამიანმა ბევრი რამ შეიძლება, გააკეთოს” - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო, ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, გადადგომას. დეპუტატის შეფასებით, ჟვანია "თვეების განმავლობაში დაუმსახურებელი შეურაცხყოფის და წნეხის ქვეშ იყო”.
დაუმსახურებელი იყო იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვისი სპეციალობაცაა არჩევნების შედეგების შესწავლა, დაადასტურა, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. იყო ხარვეზები, მაგრამ დარღვევები არ ყოფილა. ასე, რომ ამ ადამიანის მესმის. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ, არ მგონია. ჩემთვის უცნობია. დღეს გავიგე მედიიდან მისი გადაწყვეტილების შესახებ. რატომ თვლიდა ადრე, რომ არ წავიდოდა და რატომ გადაწყვიტა დღეს, ესეც ადამიანურად მესმის. ეს სუბიექტური გადაწყვეტილებაა და სტრესის ქვეშ ადამიანმა ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს”,- განაცხადა სერგეენკომ.