"ოცნებამ" სავარაუდოდ, იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია - გახარიას გუნდი

30.06.21 14:57
"ოცნებამ" სავარაუდოდ, იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია - გახარიას გუნდი

გიორგი ხოჯევანიშვილი თამარ ჟვანიას მხრიდან პოსტის დატოვების უკან  "ქართული ოცნების" ზეგავლენას ხედავს. 

ხოჯევანიშვილის თქმით, იმისთვის, რომ მმართველ გუნდს სასამართლო სისტემაში მიმდინარე საკითხები გადაეფარა, თამარ ჟვანია იძულებით გადააყენეს.

ცოტა ხნის წინ ჩვენი გუნდის ლიდერი საუბრობდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო არჩევნების შედეგების შენარჩუნება. ამის მიზეზი არის სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ძალიან დაბალი ნდობის დონე, შესაბამისად, იმის გამო, რომ მომხდარიყო გარკვეულწილად რეაბილიტაცია და იმ საკითხების გადასაფარად, რაც დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს, "ქართულმა ოცნებამ" სავარაუდოდ, იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნებას. „ქართული ოცნება“ იძულებულია, მიიღოს გარკვეული რადიკალური ზომები იმისთვის, რომ გადაფაროს სასამართლოში მიმდინარე პროცესები და ამ თვალსაზრისით კარგი საშუალება იყო ჟვანიას გათავისუფლება", -განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები